ლანდსბერგისი: რუსული ჯარების ბელარუსში დარჩენა კიევზე თავდასხმისთვის მზადებაა

წვრთნების დასრულების შემდეგ, ბელარუსიდან რუსული ჯარების გაყვანაზე უარის თქმა მიუთითებს კიევზე თავდასხმის შესაძლო მომზადებაზე, ამის შესახებ Twitter-ზე 20 თებერვალს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დაწერა.

"რუსული ჯარები ბელარუსში, ქვეყნიდან გასვლის ყველა გარანტიის დარღვევით რჩებიან. ეს არის კიევის მიმართულებით უკრაინაზე თავდასხმისთვის და ბელარუსის მცოცავი ანექსიისთვის აშკარა მზადება. გარდამტეხი მომენტი ბელარუსიის მოსაზღვრე ნატოს ქვეყნების - ლიტვა, ლატვია და პოლონეთი - უსაფრთხოებისთვის." - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი თქმით, ამ ვითარებაში ნატოს გაძლიერება და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება მიზანშეწონილია.

ბელარუსის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ წვრთნების დასასრულების შემდეგ, 20 თებერვალს, ყველა რუსი ჯარისკაცი, აღჭურვილობასთან ერთად, ქვეყანას დატოვებდა.

თუმცა, 20 თებერვალს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა განმარტა, რომ წვრთნები გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები