ლანდსბერგისმა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს სუსტი უწოდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტს, რომელიც ევროკავშირმა შეათანხმა, ძალიან ბევრი გამონაკლისი აქვს. ამის შესახებ მან რადიოსადგურ Žinių radijas-ის ეთერში 5 ოქტომბერს განაცხადა, იუწყება Delfi.

"ასე უნდა შეფასდეს, რომ ძლიერი პაკეტების დრო უკვე გავიდა, წარდგენილი დოკუმენტების კითხვისას ხანდახან ჩანს, რომ გამონაკლისები უფრო მეტია, ვიდრე თავად სანქციები", - განაცხადა ლანდსბერგისმა.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ასეთი პაკეტი უკეთესია, ვიდრე ახალი სანქციების არარსებობა.

"მიმდინარეობს რუსეთის შემდგომი იზოლაცია, არის დისკუსია იმ პირებზე, რომლებიც ევროკავშირში ვერ შევლენ. სუსტად, მაგრამ წინ მივდივართ", - განაცხადა მან.

კონტექსტი

უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 28 სექტემბერს წარადგინა. მისივე თქმით, ამ სანქციების პაკეტში იქნება პირადი შეზღუდვები. რუსეთთან ვაჭრობის შესახებ სანქციები ასევე გაგრძელდება, ევროკომისია ახალი აკრძალვების შემოღებასაც გეგმავს, რაც რუსეთის ეკონომიკას 7 მილიარდი ევროს შემოსავალს წაართმევს.

გარდა ამისა, ევროკომისია სანქციების მერვე პაკეტში ითვალისწინებდა რუსული ნავთობის ფასების შეზღუდვის სამართლებრივ დასაბუთებას, რაზეც ადრე G7-ის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი უნდა გაძლიერდეს, მან ევროკავშირს მოუწოდა, უფრო ძლიერად დაარტყას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

მსგავსი სიახლეები