ლატვია 2023 წლიდან რუსეთიდან გაზის იმპორტს აკრძალავს

ხუთშაბათს, 14 ივლისს, ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ენერგეტიკის კანონში, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 1 იანვრიდან რესპუბლიკაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვა აიკრძალება. ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

დოკუმენტი ითვალისწინებს ქვეყანაში გაზის სტრატეგიული მარაგების შექმნას. ისინი უნდა დაგროვდეს ინჩუკალნის მიწისქვეშა გაზსაცავში არაუგვიანეს ყოველი წლის 31 აგვისტოსა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოხმარება იმავე წლის 1 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 30 აპრილამდე.

ლატვიის მთავრობამ დაიწყო რუსული გაზის შეძენის ეტაპობრივი შეწყვეტა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. 2021 წელს ლატვიის მიერ შეძენილი გაზის დაახლოებით 90 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა.

 

მსგავსი სიახლეები