ლატვიის მმართველი კოალიცია რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა
ლატვიის მმართველმა კოალიციამ რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის ქვეყანაში იმპორტის აკრძალვაზე მიაღწია პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია.
პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ ("ახალი ერთიანობის" პარტიიდან), სოფლის მეურნეობის მინისტრმა არმანს კრაუზემ ("მწვანეთა და გლეხთა კავშირი") და "პროგრესული პარტიის" ფრაქციის ხელმძღვანელმა სეიმში ანდრის შუვაევსმა 29 იანვარს, კოალიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ აპირებენ შესაბამისი კანონპროექტის თებერვალში მომზადებას და დამტკიცებას.
რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის საკითხს ლატვიაში დიდი ხანია განიხილავენ, მაგრამ აქამდე მმართველი კოალიცია თვლიდა, რომ ეს ევროკავშირის დონეზე ერთობლივი გადაწყვეტილებით უნდა მომხდარიყო და ცალმხრივად აკრძალვას აზრი არ ექნებოდა, რადგან რუსული მარცვლეული შეიძლება კვლავ მოხვდეს ლატვიაში ევროკავშირის სხვა ქვეყნების გავლით.
ლატვიის პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსული მარცვლეულის იმპორტის ცალმხრივ აკრძალვას.