ლატვიის პრეზიდენტი რუსეთის მხარდაჭერისთვის მოქალაქის €15 ათასით დაჯარიმების ახსნას ითხოვს

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა პროკურატურას სთხოვა 15 000 ევროს ოდენობის ჯარიმის ახსნა, რომელიც ქვეყნის მოქალაქემ "რუსეთისთვის ინტელექტუალური და ფიზიკური მხარდაჭერის უკანონო მიწოდებისთვის" მიიღო.

რინკევიჩის თქმით, ბოლო დროს პროკურატურის ზოგიერთი გადაწყვეტილება "ბევრ კითხვას ბადებს."

"პროკურატურისგან მოვითხოვე ინფორმაცია ამ საქმეზე და უახლოეს მომავალში ვგეგმავ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერი, სამართლიანი, დასაბუთებული და გასაგები," - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ რესპუბლიკის მოქალაქე 15 ათასი ევროთი დააჯარიმა რუსეთის ფედერაციის უკანონო "ინტელექტუალური და ფიზიკური" მხარდაჭერისთვის.

გამოძიების ცნობით, 2017 წლიდან 2022 წლის ნოემბრამდე ბრალდებულები რუსეთს "ინტელექტუალურ და ფიზიკურ" მხარდაჭერას უწევდნენ, პირადი და ეგოისტური მოტივებით.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და სინანული გამოხატა, სრულად ეთანხმება სასჯელის მასშტაბს და სამართლებრივ კვალიფიკაციას, რომელსაც პროკურატურა ედავება.

მსგავსი სიახლეები