ლავროვი: აშშ-ს ანტირუსული სანქციების მიზანი ევროკავშირის დასუსტებაა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-ს მიერ რუსეთისა და ბელარუსისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მიზანი ამ ორი ქვეყნის გარდა ევროკავშირის დასუსტებაცაა.
"თუ თქვენ დააკვირდებით აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ჩამონათვალს და ჩაატარებთ ამ სანქციებს ანალიზს ნახავთ, რომ აშშ თავს უფრთხილდება, ამერიკელები ცდილობენ ძალიანაც არ იაქტიურონ იმ სფეროებში, რომელიც სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს მიაყანებს მათაც. მიუხედავად ამისა, ამ საქმიანობის შედეგადაც ისინიც იღებენ გარკვეულ ზიანს, თუმცა ევროპა გაცილებით უფრო მეტს კარგავს. ვფიქრობ მათი ამოცანა არამხოლოდ ჩვენი ქვეყნების დასუსტება და დასჯა, არამედ გარკვეული აზრით ევროკავშირის დასუსტებაა როგორც აშშ-ს კონკურენტის",- ამბობს ლავროვი.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა 6 პაკეტი მიიღეს, მათ შორის გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი, საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდან [SWIFT] გაითიშა უმსხვილესი რუსული ბანკები, ყოვლისმომცველი სანქციები დაუწესდა რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს, დაწესდა უახლესი ტექნოლოგიებისა და მიკროელექტრონიკის ნაწარმის იმპორტი.
სანქციათა მეექვსე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა ემბარგო დააწესა რუსული ნავთობის შესყიდვაზე, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება.