ლავროვი: რუსეთი უკრაინაში ომის მიზნების შეცვლის მიზეზს ვერ ხედავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი "ვერ ხედავს მიზეზს" უკრაინაში ომის მიზნებს გადახედოს.

ამის შესახებ ლავროვმა 1 დეკემბერს, ეუთოს მინისტერიალზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე გამოვდივარ იქიდან, რომ ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის (უკრაინის წინააღმდეგ ომი - რედ.) ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნებს აღწევს. უმაღლესი მთავარსარდალი ამ ოპერაციას მუდმივად აკონტროლებს. და ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა გადაიხედოს ჩვენი ომის მიზნები." - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კონტექსტი

2022 წლის თებერვალში უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის გასამართლებლად კრემლმა თავის მიზნად უკრაინის "დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია" გამოაცხადა.

2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა თქვა: "მე გადავწყვიტე ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია. მისი მიზანია დაიცვას ადამიანები, რომლებსა 8 წელია კიევის რეჟიმი გენოციდს უწყობს. ჩვენ ვიბრძოლებთ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის."

პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 2022 წლის თებერვალში განაცხადა, რომ "იდეალურ შემთხვევში, უკრაინა უნდა განთავისუფლდეს, გაიწმინდოს ნაცისტებისაგან."

მსგავსი სიახლეები