ლე პენი მაკრონს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლისთვის რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს
ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა, მარინ ლე პენმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდა, რეფერენდუმი ჩაატაროს საზოგადოებისთვის საკვანძო საკითხებზე, რათა მათი გადაჭრის გზა მოძებნოს.
ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ ენინ-ბომონში გამოსვლისას ლე პენმა მაკრონს მოუწოდა, რეფერენდუმი ჩაატაროს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იმიგრაცია, ჯანდაცვა და უსაფრთხოება, რათა ფრანგებს მიეცეთ საშუალება პირდაპირ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები მათ შესახებ.
"'ეროვნული გაერთიანება' უპირობოდ დაუჭერს მხარს ნებისმიერ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის უფლებამოსილებას გადაწყვეტილებები პირდაპირ მიიღონ. თავად ემანუელ მაკრონს, მის მიერ შექმნილი ქაოსში, აქვს ბერკეტები, რომ შეინარჩუნოს ჩვენი დემოკრატია," - თქვა მან.
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა გაიხსენა საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, მიშელ ბარნიეს დანიშვნა და პირობა დადო, რომ ის მონიტორინგს გაუწევს მის ყოველ ნაბიჯს.
"თუკი უახლოეს კვირებში ფრანგებს დაივიწყებენ ან ცუდად მოექცევიან, ჩვენ არ მოვერიდებათ მთავრობის კრიტიკას," - აღნიშნა ლე პენმა და განაცხადა, რომ ის ელის ახალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს "ერთი წლის განმავლობაში."
მაკრონმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, 5 სექტემბერს ამ თანამდებობაზე მიშელ ბარნიე დანიშნა.
დანიშვნის შემდეგ პირველ გამოსვლაში ბარნიემ თქვა, რომ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში ის პარლამენტს წარუდგენს ახალი მთავრობის საკანონმდებლო პრიორიტეტებსა და წინადადებებს.