ლე პენი: უკრაინას ფრანგული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლებას აღარ მივცემთ

ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა მარინ ლე პენმა პირობა დადო, რომ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, არ დაუშვებს უკრაინის მიერ ფრანგული შეიარაღებით რუსეთის დაბომბვას.

ამის შესახებ ლე პენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ფრანგული ჯარების გაგზავნის დაპირების გარდა, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაუშვა უკრაინელების მიერ ფრანგული იარაღით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინასთან მიმართებაში ერთადერთი "წითელი ხაზი" არის ის, რომ საფრანგეთი არ გახდეს ომის მხარე ამ რაკეტების გამოყენების გამო, რომლებსაც პარიზი უკრაინას აწვდის.

"თუ ემანუელ მაკრონს სურს ჯარების გაგზავნა უკრაინაში, ხოლო პრემიერ-მინისტრი ამის წინააღმდეგია, მაშინ ჯარები არ გაიგზავნება უკრაინაში, პრემიერ-მინისტრს აქვს საბოლოო სიტყვა," - განაცხადა ლე პენმა.

თავის მხრივ, "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ თუ მისი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოვა, ის არ დაუშვებს რუსეთის მიერ "უკრაინის გადაყლაპვას."

ბარდელა ასევე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მზად არის რუსეთთან დაპირისპირებისთვის, თუ პრემიერ-მინისტრი გახდება.

7 ივლისს, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ლე პენის პარტია, სავარაუდოდ, ყველაზე მეტ მანდატს მოიპოვებს, მაგრამ უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებს.

მსგავსი სიახლეები