ლეხ ვალენსა: რუსეთის მოსახლეობა 50 მილიონამდე უნდა შემცირდეს

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ 10 ივლისს Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია რუსეთში ხალხთა "აჯანყების" ორგანიზება და რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის 50 მილიონამდე შემცირება.

ვალენსამ დასავლეთს მოუწოდა, გასცდეს უკრაინის რუსეთის ფედერაციის ჯარებისაგან განთავისუფლებას და თავად "რუსეთის განთავისუფლება" შესთავაზა.

"უკრაინამ რომ მოიგოს ეს ომი, ხუთ წელიწადში იგივე გვექნება, 10 წელიწადში სხვა პუტინი მოვა. დღეს ჩვენ უნდა მოვახერხოთ ცვლილება რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვაწყოთ სახალხო აჯანყება", - თქვა პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოსკოვში პოლიტიკური რეჟიმის სრული შეცვლის გარეშე მსოფლიო უსაფრთხოება მხოლოდ დღევანდელი რუსეთის "დაშლით" იქნება უზრუნველყოფილი. კერძოდ, მან განაცხადა, რომ რუსეთის მიერ 60 ხალხია ანექსირებული, ისევე როგორც ახლა უკრაინელების ნაწილი.

ამჟამად რუსეთში 144 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები