ლიაშკო: რუსებმა 261 საავადმოფო დაანგრიეს და ექვსი უკრაინელი ექიმი მოკლეს
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსმა დამპყრობლებმა ექვსი უკრაინელი სამედიცინო მუშაკი მოკლეს. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ РБК-Украина-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ოპერატიული ინფორმაციით, იმ რეგიონებიდან, სადაც ასეთი მონაცემების მოპოვება შეგვიძლია, დაზიანებულია 261 სამედიცინო დაწესებულება, ეს რიცხვი მოიცავს როგორც მულტიდისციპლინურ საავადმყოფოებს, ასევე საოჯახო მედიცინის ამბულატორიულ კლინიკებს. მათ შორის მთლიანად დანგრეული 13 საავადმყოფო - აღარ ექვემდებარება აღდგენას", - განაცხადა ლიაშკომ.
მისი თქმით, დამპყრობლებმა ასევე მწყობრიდან გამოიყვანეს სასწრაფო დახმარების ათობით მანქანა.
"რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მანქანებს, ახლა 65 სასწრაფო დახმარების მანქანაა დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული. გარდა ამისა, დაიღუპა ექვსი მედიცინის მუშაკი და დაშავდა 18. ასეთია ერთ თვეში ომის სამწუხარო სტატისტიკა", - განაცხადა მინისტრმა.