ლიეტუვის სეიმი რუსეთს საბჭოთა ოკუპაციის გამო კომპენსაციას სთხოვს
სტალინური დეპორტაციების დაწყების 80 წლისთავზე ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაცია მოსთხოვა. ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საიტზე ვკითხულობთ.
რეზოლუციაში ასევე საუბარია ლიეტუვაში ნაცისტების მიერ ადგილობრივი ებრაელების გენოციდზე.
“სეიმის ამ რეზოლუციით ჩვენ პატივს მივაგებთ ტოტალიტარული რეჟიმების ყველა მსხვერპლის ხსოვნას, ლიეტუველების და სხვა ეთნოსების წარმომადგენელ ლიეტუვის მოქალაქეების ნახევარსაუკუნოვანი საბჭოთა ოკუპაციისას, ისევე როგორც მათ ხსოვნას, ვინც არ თანამშრომლობდა ნაცისტ და რუს ოკუპანტებთან, არ არღვევდა ადამიანურ პრინციპებს, წირავდა სიცოცხლეს ლიეტუვის დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის აღსადგენად,” - განაცხადა თავისუფლებისა და ისტორიული მეხსიერებისთვის ბრძოლის კომისიის თავმჯდომარემ, პაულე კუზმიცკენემ.
ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა არვიდას ანუშასკამ აღნიშნა, რომ ეს რეზოლუცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად, რადგან რუსეთი ისტორიის გადაწერას ცდილობს.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია რუსეთისთვის, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრისთვის, კომპენსაციის მოთხოვნის აუცილებლობაზე.