ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო: ჩინური ტელეფონები გადააგდეთ
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა მოქალქეებს ურჩია არ იყიდონ ჩინური ტელეფონები და ვისაც უკვე აქვს, შეცვალონ.
ლიეტუვის მთავრობის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს თქმით, ევროპაში, ჩინური წარმოების Xiaomi-ს ტელეფონებს აქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ და ცენზურა დაუწესონ ფრაზებს - "თავისუფლება ტიბეტს", "გაუმარჯოს ტაივანის დამოუკიდებლობას" ან "დემოკრატიის მოძრაობა".
გარდა ამისა, ჩინეთს შეუძლია Xiaomi-ს MI 10T მოდელის ტელეფონებზე 5G ინტერნეტი ნებისმიერ დროს გათიშოს.
"ჩვენი რჩევაა არ იყიდოთ ჩინური ტელეფონები და ვინც უკვე შეიძინა რაც შეიძლება სწრაფად შეცვალოს," - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მარგირის აბუკევიჩიუსმა.
Xiaomi-ს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ჩინეთსა და ლიეტუვას შორის ურთიერთობები აგვისტოში დაიძაბა. ვილნიუსში ტაივანის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ ჩინეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნიდან ელჩი გამოითხოვა.