ლიმანიდან გაქცევისას ГРУ-ს ელიტარული სპეცრაზმის 9 მებრძოლი მოკლეს

ლიმანიდან რუსეთის არმიის გაქცევის დროს უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის გენერალური შტაბის ელიტარული სპეცრაზმის თითქმის მთლიანი დანაყოფი გაანადგურეს - ГРУ-ს სცეპრაზმი ქალაქში პოზიციების გასამაგრებლად ნაჩქარევად გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს

გამოცემამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებისა და ნეკროლოგების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ლიმანში სპეცრაზმის 8 ჯარისკაცი მოკლეს, ხოლო 1 მოგვიანებით საავადმყოფოში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. 

კერძოდ, საუბარია რუსეთის გენერალური შტაბის მესამე გვარდიული ბრიგადის სპეციალური დანიშნულების დანაყოფზე - ეს სპეცრამზი რუსეთის არმიის ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ და ბრძოლისუნარიან შენაერთად მიიჩნევა. 

ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული ამ რაზმის მებრძოლები ყველაზე სარისკო და მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდნენ, მათ შორის მოწინააღმდეგისა და მტრის ღრმა ზურგში. როგორც წესი, ასეთი რაზმები ქალაქის დაცვის ოპერაციისთვის არ გამოიყენება და მათი ლიმანში აღმოჩენა რუსეთის არმიის სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებს. 

სპეცრაზმელების გარდაცვალებას გამოცემასთან საუბარში ადასტურებენ მათი ნათესავები და ოჯახის წევრები:

"მესამე სპეციალური ბრიგადა თითქმის სრულად გაანადგურეს, შეაგდეს ხორცსაკეპ მანქანაში", - წერს ერთ-ერთი მოკლული ჯარისკაცის ოჯახის წევრი. 

ამგვარი აღმოჩენა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები და პროპაგანდისტები ამ დროის განმავლობაში ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ქალაქს დნრ-ის დროშის ქვეშ მობილიზებული ჯარისკაცები ამაგრებდნენ და სწორედ მათი მოუმზადებლობა გახდა ასეთი კატასტროფილი შედეგის მთავარი მიზეზიც. 

რუსი სპეცრაზმელების ლიკვიდაციის შესახებ სრული ინფორმაცია არ არსებობს და ცნობები ფრაგმენტულია, მაგრამ მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს ომის დაწყების შემდეგ გენერალური შტაბის სპეციალური დანაყოფის რიგებში ყველაზე მასშტაბურ დანაკარგებთან. 

მიუხედავად ამისა, სპეცრაზმის დანაკარგების შესახებ ცნობები ომის პირველივე დღეებიდან აქტიურად ვრცელდებოდა - ღია წყაროების მიხედვით, სპეცრაზმმა პირველი დანაკარგები ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში განიცადა. 

3-4 მარტს ჰოსტომელის აეროდრომზე გატარებული ღამე სპეცრაზმისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა: ერთი ღამის განმავლობაში დანაყოფმა 4 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 2 ოფიცერი. 

ამავე წყაროების მიხედვით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინაში სპეცრაზმის 47 ჯარისკაცი მოკლეს, მათ შორის 5 ოფიცერი. 

მიღებული ფორმულის თანახმად, ომის დაწყებიდან ამ დრომდე, სპეცრაზმის დანაკარგები შესაძლოა 200 ჯარისკაცს შეადგენდეს, რაც თავის მხრივ 2 მზვერავი ასეულის დანაკარგს უტოლდება. 

ჩეჩნეთის პირველი ომის დროს გენერალური შტაბის სპეცრაზმის სადაზვერვო შენაერთის შემადგენლობაში 45-დან 70-მდე ჯარისკაცამდე შედიოდა. თუ საფუძვლად ამ რიცხვის ავიღებთ, გამოდის, რომ სპეცრაზმმა საკუთარი მზვერავი დანაყოფების 75% დაკარგა, რაც ძალიან სერიოზული დანაკლისია. 

რას წარმოადგენს 3-ე ბრიგადა

ГРУ-ს მესამე ბრიგადა 1966 წელს შეიქმნა და მას რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, ალბერტ ომაროვი ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დანაყოფი მაშინდელი გერმანიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიქმნა და საბჭოთა კავშირის დაშლამდე სწორედ მანდ იყო დისლოცირებული. 

1991-1992 წლებში ბრიგადა რიგაში იყო განლაგებული, ხოლო შემდეგ უკვე სამარის მახლობლად მდებარე როშინსკის სამხედრო ბაზაზე. 2010 წელს ბრიგადის ბაზირების პუნქტი ტოლიატის რეგიონში გადავიდა. 

სპეცრაზმი მონაწილეობდა ტაჯიკეთის სამოქალაქო ომში, ჩეჩნეთის ორივე ომში, კოსოვოს სამშვიდობო მისიაში. 2000-იანი წლების დასაწყისში ბრიგადის ჯარისკაცები იცავდნენ რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ავღანეთში. 2016 წელს ბრიგადის 2 ჯარისკაცი მოკლეს სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას. 

ბრიგადამ ყურადღება მიიპყრო 2015 წელს, როდესაც უკრაინის სპეცსამსახურებმა ლუჰანსკის ოლქში რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს. რუსმა სამხედროებმა აღიარეს, რომ ГРУ-ს სპეცრაზმის მებრძოლები იყვნენ, თუმცა რუსეთი აცხადებდა, რომ ისინი დიდი ხნის გათავისუფლდნენ და იმ დროისთვის დონბასის აჯანყებულების რიგებში იბრძოდნენ. 

მოგვიანებით 2 მათგანი რუს სამხედრო ნადია სავჩენკოში გაცვალეს, რომელიც რუსეთში იყო დაპატიმრებული. 

მსგავსი სიახლეები