ლიმანში 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის საფლავი აღმოაჩინეს

დონეცკის ოლქის ახლახან დეოკუპირებულ ლიმანში 50-ზე მეტი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა დამარხული. ამის შესახებ ინფორმაციას hromadske 5 ოქტომბერს ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსებმა თხრილები გათხარეს და უკრაინელ სამხედროებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ ადამიანებს აიძულეს, მიცვალებულთა ცხედრები დასაკრძალად ხელახლა შეეგროვებინათ.

ერთ-ერთმა მათგანმა, ვისაც დამპყრობლებმა აიძულეს მიცვალებულები დაემარხა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკრძალულთაგან ყველა იდენტიფიცირებული არ არის. მათი სხეულები შეიძლება დიდხანს იხრწნებოდა ქუჩაში. დაბომბვის შედეგად დაღუპულებს ხანდახან მეზობლები ასაფლავებდნენ.

სასაფლაოზე 50-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული. ზოგიერთი სამარხი მონიშნულია სახელით, ზოგი კი მხოლოდ დანომრილია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები არ წაუღიათ. უკან დახევისას მხოლოდ დაჭრილები წაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები