ლისიჩანსკში დაბომბვის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა
30 მარტს, ლისიჩანსკში, ლუჰანსკის ოლქში, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, ორი და რვა წლის ბავშვები დაიღუპნენ. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესცენტრი იტყობინება.
მაშველებმა აღნიშნეს, რომ ლუჰანსკის რეგიონის დაბომბვა არ წყდება. ინტენსიური დაბომბვის გამო ლისიჩანსკის დაშავებული და დაღუპული მაცხოვრებლების გამოყვანას ქუჩებიდან საათობით ვერ ახერხებდნენ.
"საღამოს სევეროდონეცკში - სკოლას, ხოლო ლისიჩანსკში ნავთობპროდუქტების ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ათობით მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი კორპუსი, დამხმარე შენობები, ავტოფარეხები და მანქანები დაიწვა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
31 მარტს, სევეროდონეცკის საცხოვრებელი უბნის დაბომბვის შედეგად, სახლი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ორი მოქალაქე გადაარჩინეს, ნანგრევებიდან კი ერთი გარდაცვლილი კი ამოიყვანეს.