LIVE UPDATES: პუტინი ამბოხებულების დასჯას ითხოვს, პრიგოჟინი მოსკოვისკენ იყურება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვაგნერის მებრძოლებს მოუწოდა, რომ სამხედრო ამბოხში მონაწილე პირები დაისჯებიან. მისი თქმით, სამხედრო ძალებს ბრძანება აქვთ მიღებული, რომ სიტუაცია კვლავ სტაბილური გახდეს, მათ შორის როსტოვში, რომელსაც ევგენი პრიგოჟინის შენაერთები აკონტროლობენ. 

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც გუშინ, 23 ივნის, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვაგნერის მებრძოლების ბაზების აფეთქებაში დასდო ბრალი და სანაცვლოდ "ღირსების მარშის" ჩატარება დაანონსა, რომელიც ბევრმა, მათ შორის რუსმა გენერლებმა, სამხედრო ამბოხად მიიჩნია. 

ვლადიმერ პუტინის თქმით, ვაგნერის "ღალატი" რუსეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმაა, ხოლო ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ თუკი სერგეი შოიგუ არ დათანხმდება მის მოთხოვნებს, ისინი მოსკოვისკენ დაიძრებიან. რუსეთის დედაქალაქში უსაფრთხოება გაძლიერებულია, ხოლო სამხედრო ნაწილები საგანგებო რეჟიმში არიან.

რადგანაც აქ ხართ, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ მიმდინარე რეჟიმში განახლებულ ინფორმაცია, რუსეთში დაწყებულ სამხედრო კრიზისზე.

--------

01:00| სამხედრო ამბოხი დამთავრებულია, ევგენი პრიგოჟინმა როსტოვის სამხედრო შტაბი დატოვა, ხოლო მისი მებრძოლები ქალაქიდან გადიან. 

--------

00:22| ვაგნერის მებრძოლებს შეეძლებათ, რომ თავდაცვის სამინისტროს შეუერთდნენ

ეს განცხაცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვამ გააკეთა. ჟურნელისტებთან საუბრის დროს, მან განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, ვაგნერის მებრძოლებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება შეეძლებათ.

ხოლო ის პირები, ვინც დღევანდელ ამბოხში მონაწილეობდა, არ გასამართლდებიან. 

--------

23:40| როსტოვიდან ვაგნერის მებრძოლები გადიან

სავარაუდოდ, ეს არის გრძელი და ნერვიული დღის დასასრული, რამაც მთელი მსოფლიოს ყურადღება რუსეთისკენ, უფრო კონკრეტულად კი ვაგნერის ლიდერისკენ მიაბყრო.

პრიგოჟინის მიერ ბანაკებში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ვაგნარის პერსონალმა როსტოვის დატოვება დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, ქალაქიდან გავიდა 4 სატვირთო მანქანა, მაგრამ ჯავშანტექნიკა და ტანკები ჯერ კიდევ როსტოვშია გაჩერებული.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ევგენი პრიგოჟინის მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ბაზები და ინფრასტრუქტურა ხელში ჩაიგდეს, რასაც ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვამ სახელმწიფო ღალატი უწოდა. 

--------

21:28 - პრიგოჟინი: ჩვენ ვაბრუნებთ კოლონებს და საველე ბანაკებში ვბრუნდებით

 ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომაც ვიაზრებ, რა მთელ პასუხისმგებლობას, რომ შეიძლება რუსული სისხლი დაიღვაროს. ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენ კოლონებს და მივდივართ უკან, საველე ბანაკებში გეგმის თანახმად",- განაცხადა ამბობს პრიგოჟინმა. 

21:11 - ლუკაშენკას PR: პრიგოჟინი ლუკაშენკას ესაუბრა და წინვლის შეჩერებას დათანხმდა

"ევგენი პრიგოჟინმა მიიღო ალექსანდრ ლუკაშენკას წინადადება შეაჩეროს შეიარაღებული ვაგნერელების წინსვლა და მიიღოს ზომები შემდგომი დეესკალაციისთვის",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.

 

21:09| "ვაგნერი" რუსეთში 4.8 ათას კვ.კმ ტერიტორიას აკონტროლებს - DeepState

უკრაინაში საომარი მოქმედებების ინტერაქტიულ ონლაინ რუკაზე DeepStateMap.Live, დაემატა ახალი ფერი - ვარდისფერი, რომელიც ვაგნერის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს აღნიშნავს. 

ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქში "ვაგნერის" მეამბოხე მებრძოლები 1039.82 კვ.კმ ტერიტორიას აკონტროლებენ, ხოლო ვორონეჟისა და ლიპეცკის რაიონებში - 3808.98 კვ.კმ-ს.

20:36| პუტინი ერდოღანს ესაუბრა - თურქეთის პრეზიდენტი მზადაა სიტუაციის დარეგულირებაში ჩაერთოს

24 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა. ამ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინი ერდოღანს "ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ, შეიარაღებული აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით" ესაუბრა და რომ თურქეთის პრეზიდენტმა "სრული მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯებს."

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ ერდოღანმა, რუსეთის ფედერაციაში არსებული ვითარების შესახებ საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია "საღი აზრის ფარგლებში" მოქმედება.

"საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთში მომხდარით არავის არ უნდა მიიღოს სარგებელი. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ ჩვენ, როგორც თურქეთი, მზად ვართ წვლილი შევიტანოთ რუსეთში მომხდარის სწრაფად მოგვარებაში." - განაცხადა ერდოღანის პრეს-სამსახურმა.  

--------

18:30| ლატვია რუსეთთან არსებულ საზღვარს დახურავს

ქვეყნიდან გასული პირები, უკან ვეღარ შემობრუნდებიან, როგორც ამას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ესტონეთშიც აპირებენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აქტიურ კოორდინაციაშია ფინეთის, ლატვიისა და ლიეტუვას ლიდერებთან. 

--------

18:20| თბილისის, სტამბულისა და ასტანის მიმართულებით არსებულ ფრენებზე ბილეთები აღარ იყიდება

Der Spiegel-ის მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტის ინფორმაციით, მოსკოვიდან თბილისის, სტამბულისა და ასტანის მიმართულებით გასამართ ფრენებზე ბილეთები ამოიწურა.

--------

18:07| ვაგნერი ჩრდილოეთით - მოსკოვისკენ გადაადგილდება

BBC-ის ინფორმაციით ვაგნერელები მოსკოვისკენ გადაადგილდებიან, როგორც ეს დაუდასტურებელი ინფორმაციის საფუძველზე ჩანს. 

როსტოვის შემდეგ, ვაგნერის მებრძოლები ჩრდილოეთით, ქალაქ ვორონეჟში გამოჩნდნენ, ხოლო ახლა ლიპეტსკის რეგიონის გავლით მოძრაობენ. 

ლიპეტსკიდან მოსკოვამდე დაახლოებით 400 კილომეტრია, თუმცა უცნობია, რა რაოდენობის ვაგნერელ სამხედროებზეა საუბარი. 

--------

17:32| აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუსეთში მიმდინარე კრიზისზე პარნტიორებს ესაუბრა

ენტონი ბლინკენის განცხადებით, იგი ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს დღეს დილით ესაუბრა.

ბლინკენის განცხადებით "აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეიცვლება," ხოლო რუსეთში მოვლენების განვითარებასთან ერთად, ამერიკა საკუთარ პარტნიორებთან, ახლო კოორდინაციას გააგრძელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ბლინკეთს საუბარი ჰქონდა კანადის,ს აფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იტალიის, იაპონიისა და ევროკავშირის წამყვან დიპლომატებთან. 

--------

17:18| მოსკოვში არ იგრძნობა, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა

ბრიტანული გამოცემა ბიბისის რუსეთის რედაქციის რედაქტორის, სტივ როზენბერგის განცხადებით, მოსკოვში მცხოვრები ადამიანები მშვიდად არიან. 

მისი თქმით, დედაქალაქში არ იგრძნობა, რომ ქვეყანა შესაძლოა სამოქალაქო ომში გაეხვეს, მაგრამ მდგომარეობა შესაძლოა ძალიან სწრაფად შეიცვალოს. 

სტივ როზენბერგის თქმით, მოსკოვის მაცხოვრებლებისთვის არც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება იგრძნობა. 

--------

16:59| "ერდოღანმა პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადა,"-კრემლი

სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ-თაიფ ერდოღანმა საკუთარ რუს კოლეგას მხარდაჭერა გამოაცხადა, როგორც ამას კრემლის პრესსამსახური აცხადებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ ერდოღანს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე სამხედრო ამბოხის შესახებ. 

სამხედრო ამბოხის გამოცდილება რეჯეფ-თაიფ ერდოღანსაც აქვს, რადგანაც 2016 წელს, თურქი სამხედროების ნაწილს, მის წინააღმდეგ წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ. 

--------

16:47| ქალაქები, რომელზეც "ვაგნერი" ამბობს, რომ აკონტროლებს: რა მნიშვნელობა აქვთ? 

სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის წევრების განცხადებით, მათ კონტროლს ქვეშს არის ქალაქ როსტოვში არსებული ყველა სამხედრო ბაზა თუ ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, მათი თქმით, პრიგოჟინის დაჯგუფება აკონტროლებს ქალაქ ვორონეჟსაც. 

როსტოვს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. მილიონიან ქალაქში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან მხოლოდ 100 კილომეტრით არის დაშორებული, რუსეთის სამხრეთ სარდლობის შტაბი მდებარეობს. 

ამასთანავე, რუსი ჯარისკაცებისთვის, ეს ქალაქი ლოჯისტიკურ ჰაბსაც წარმოადგენს. შეიარაღებისა და საწვავის მიწოდების ქსელში, როსტოვს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 

ვორონეჟი - რეგიონალური დედაქალაქია როსტოვის მსგავსად, რომელიც შორს არ არის უკრაინის საზღვრიდან. ქალაქი მოსკოვსა და როსტოვს შორის მდებარეობს და სარკინიგზო ჰაბად მიიჩნევა. 

--------

16:27| რუსეთში სამხედრო ამბოხი უკრაინისთვის შესაძლებლობაა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენები, უკრაინისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს. 

"უკრაინაში შეჭრით, რუსეთმა დაიწყო პროცესი, რომელიც მათ განადგურებამდე მიიყვანს,"- განაცხადა მალიარმა. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკრაინასთან ომით, რუსეთი საკუთარ თავს ინადგურებს, ხოლო ვაგნერის მიერ დაწყებული ამბოხი, მისი ქვეყნისთვის "შესაძებლობების ფანჯარას" წარმოადგენს. 

--------

16:20| პეტერბურგში ვაგნერის სარეკლამო ბანერებს ხსნიან. 

AP-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის სარეკლამო ბანერებს ხსნიან. 

"გაწევრიანდი ვაგნერში"- ეს ეწერა ბანერზე, რომელიც ამ ფოტოზეა დაფიქსირებული. 

--------

16:14| "პუტინი კრემლშია და მუშაობას აგრძელებს"- პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი კრემლში იმყოფება და მუშაობას აგრძელებს. 

დიმიტრი პესკოვმა ეს განცხადება სამთავრობო სააგენტო RIA Novosty-თან გააკეთა.

--------

16:00| ვაგნერელები M-4 გზატკეცილით წინსვლას განაგრძობენ. 

როგორც ფოტოებზე ჩანს, სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის კოლონები M-4-ის გზატკეცილით წინსვლას განაგრძობენ.

 ვაგნერის სამხედრო ტექნიკა M-4 გზატკეცილზე, წყარო:Reuters

ეს გზა აკავშირებს როსტოვსა და მოსკოვს, ვორონეჟის გავლით, რომლის მიმართულებითაც პრიგოჟინის ჯარისკაცები გადაადგილდებიან. 

--------

15:51| რუსეთის საპრეზიდენტო ბორტი მოსკოვიდან აფრინდა

ამ ინფორმაციას სააგენტო Агентство ავრცელებს, ღია საჰაერო ნავიგაციის წყაროებზე დაყრდნობით. 

--------

15:35| რუსეთის თავდაცვის ვერტმფრენებმა ვაგნერის კოლონებს ცეცხლი გაუხსნეს

მოსკოვის მიმართულებით მოძრავ ვაგნერის მებრძოლების კოლონას თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენებიდან ცეცხლი გაუხსნეს, როგორც ამას Reuter-ის ჟურნალისტი იტყობინება. 

ჟურნალისტის თქმით, სამიზნეს წარმოადგენდა ვაგნერის მებრძოლები და მძიმეტექნიკა, რომლებიც ვორონეჟიდან მოსკოვის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 

--------

15:15| "ომის მოწინააღმდეგე რუსებმა დროებით პრიგოჟინს უნდა უგულშემატკივრონ,"- ხადარკოვსკი

მიხეილ ხადარკოვსკიმ ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ პრიგოჟინის ამბოხი პუტინისთვის დიდი დარტყმაა: 

"უცნაურია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ომის მოწინააღმდეგე რუსებმა, ახლა, დროებით, მხარი პრიგოჟინს უნდა დაუჭირონ. ის არ არის ჩვენი მოკავშირე, მაგრამ ეს მარში, ახლა, პუტინისთვის დიდი დარტყმაა, და ყველაფერი, რაც რეჟიმს ასუსტებს მისაღებია."- აღნიშნა ხადარკოვსკიმ. 

მიხეილ ხადარკოვსკი რუსეთის უმდიდრესი ადამიანი იყო, სანამ ვლადიმერ პუტინი მას არ დააკავებდა და მრავალი წლის განმავლობაში ციხეში ჩასვამდა. ახლა ის, რუსეთის ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და პრო-დემოკრატიული სამოქალაქო ჯგუფების მხარდაჭერითაა დაკავებული. 

--------

15:10| მოსკოვში მდინარით გადაადგილება დროებით აიკრძალა

სააგენტო ტასის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნავიგაციისთვის, მოსკოვში, მდინარის გამოყენება დროებით აკრძალულია. რაც ვაგნერელების "ამბოხთან" არის დაკავშირებული. 

ცალკე გაკეთებულ განცხადებაში, მოსკოვის მერმა აღნიშნა, რომ აკრძალვა არ ეხება ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებს, მათ ქალაქში შესვლა ან გამოსვლა შეეძლებათ, უბრალოდ, დამატებით უსაფრთხოების პუნქტები მოეწყობა. 

--------

15:04| "ტუველი დეგენერატის [შოიგუ] ხაზი გავარღვიეთ და მოსკოვისკენ მივდივართ"- ვაგნერი

სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის არხები ინფორმაციას ავრცელებენ, რომ რუსეთის თავდაცვის ხაზი გარღვეულია და მათი მსვლელობა მოსკოვისკენ გრძელდება.

ეს ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ. 

პრიგოჟინის არმიის წინსვლას ადასტურებს დონბასელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი იგორ სტრელკოვი, რომლის თქმითაც, ვაგნერელების არმია ვოროჟინს გასცდა და ქალაქ ლიპეცკისკენ მიემართება. 

თავის მხრივ, ლიპეცკის გუბერნატორმა განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

--------

14:55| შექმნილ კრიზისზე პუტინი ბელორუსის და ყაზახეთის ლიდერებს ესაუბრა

ბელორუსული საინფორმაციო სააგენტო Belta-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით რუსეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს ესაუბრა. 

"პრეზიდენტმა პუტინმა თავის ბელორუს კოლეგას დღეს დილით დაურეკა და რუსეთში შექმნილ სიტუაციაზე ინფორმაცია მიაწოდა"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბელორუსული გამოცემა აღნიშნავს, რომ ლუკაშენკოს შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ხაზახეთის ლიდერს, ყასიმ-ჯომართ ტოყაევს ესაუბრა და ინფორმაციის გაცნობის შემდეგ "გაგებისთვის მადლობა გადაუხადა."

--------

14:33| რატომ არის დონის როსტოვი მნიშვნელოვანი?

დაჯგუფება ვაგნერის მებრძოლების სამიზნე ქალაქი როსტოვია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. 

როსტოვში განთავსებულია რუსეთის სამრეთის სარდლობის შტაბბინა, საიდანაც იმართება უკრაინის კონტრშეტევის საწინააღმდეგო ოპერაციები.

გარდა ამისა, ეს ქალაქი უკრაინის საზღვარს 100 კილომეტრით არის დაშორებული და რუსეთის არმიისთვის ლოჯისტიკურ ჰაბს წარმოადგენს.

ISW-ის დასკვნით, როსტოვში რუსეთის სამხედრო შენაერთებისთვის რაიმე საფრთხის შექმნა, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ომის წარმოებაზე.  

--------

14:23| ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხმაურება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთში მომდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რაც უფრო დიდ ხანს იქნება ჯარი უკრაინის მიწაზე, მით უფრო მეტი "ქაოსი, ტკივილი და პრობლემები" მიადგება რუსეთს.

--------

14:13| "აჯანყება უნდა ჩაიხშოს"- რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინის აჯანყება "დანის ზურგში დაარტყმა," რითიც მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინს. 

"რა მიზანიც არ უნდა გქონდეთ, რა დავალებაც არ უნდა მოეცათ, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება და რუსული საზოგადოების ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია,"- მიმართავს რამზან კადიროვი ვაგნერის მებრძოლებს. 

რამზან კადიროვი პოსტზე 2007 წლიდან არის და ის ვლადიმერ პუტინის უერთგულეს პირად მოიაზრება.

მისი თქმით, აჯანყება უნდა ჩაიხშოს, მათ შორის მკაცრი მეთოდებით, თუკი ამის საჭიროება დადგება. 

--------

13:53| ევგენი პრიგოჟინმა სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინს უპასუხა

ვაგნერის ტელეგრამის არხზე სავარაუდოდ ევგენი პრიგოჟინის აუდიო მასალა გავრცელდა, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს გმოეხმაურა.

"ჩვენ ვართ პატრიოტები ჩვენი სამშობლოსი. ჩვენ ვიბრძოდით და ახლაც ვიბრძვით, და არავინ აპირებს, რომ აღიაროს საკუთარი დანაშაული, როგორც ამას პრეზიდენტი, FSB და სხვები ითხოვენ."- ნათქვამია აუდი განცხადებაში. 

პრიგოჟინის თქმით, მათ აღარ უნდათ კორუფციაში, ტყუილსა და ბიუროკრატიაში ცხოვრება. 

დღეს დილით გავრცელებულ განცხადებაში, ვლადიმერ პუტინმა ღალატზე ისაუბრა, ვაგნერის დასახელების გარეშე. 

--------

13:50| რუსეთის სახელმწიფო დუმის ორივე პალატის სპიკერი პუტინს მხარდაჭერას უცხადებს

ვაგნერის ამბოხების ფონზე, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინს უპირობო მხარდაჭერას უცხადებს. 

"დუმის დეპუტატები მხარს უჭერენ ძალების კონსოლიდაციასა და ვლადიმერ პუტინს, ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს."- განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, ქვედა პალატის თავმჯდომარემ. 

ანალოგიური შინაარსის მესიჯი გაავრცელა სახელმწიფო დუმის ზედა პალატის თავმჯდომარემ, რომლის თქმითაც, რუსეთის ძალა ერთიანობასა და "ღალატის მიმართ შეუწყნარებლობაშია."

--------

13:30| ვორონეჟის სამხედრო ობიექტებს ვაგნერის მებრძოლები აკონტროლებენ - BBC

ბრიტანული გამოცემა ბიბისის რუსეთის ბიუროს იტყობინება, რომ როსტოვის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინის შენაერთებმა ქალაქი ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავეს, რის შესახებაც, დღეს დილით, ინფორმაცია "ვაგნერის" პრესამსახურმაც გაავრცელა.

ვორონეჟის ადგილობრივ ხელისუფლებას ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 

მიუხედავად იმისა, რომ ვაგნერის მხრიდან საუბარი "მოსკოვამდე მისვლის" შესახებ უფრო ხშირი ხდება, მანძილი ჯერ კიდევ ძალიან შორია. 

ბიბისის რუკაზე შეგვიძლია ვნახოთ, ვაგნერელებსა და მოსკოვს შორის არსებული მანძილი.

--------

13:00| მთავარ რუსულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია, მიზეზი ვაგნერის მებრძოლებია. 

"მძღოლებო, ყურადღებით. გთხოვთ ისარგებლოთ M-4 გზის გარეშმო არსებული სხვა მარშუტებით,"- ეს განცხადება ტელეგრამში რუსულმა კომპანიამ გაავრცელა, რომელიც გზატკეცილების მართვაზეა პასუხისმგებელი. 

M-4 გზა როსტოვს აკავშირებს ვორონეჟთან, ხოლო შემდეგ მოსკოვამდე გრძელდება. 

ევგენი პრიგოჟინმა დღეს განაცხადა, რომ ყველა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურუაზე, რომელიც როსტოვსა და ვორონეჟშია განთავსებული, კონტროლი ვაგნერის მებრძოლებს აქვთ დამყარებული

--------

12:30| ევროპელი ლიდერები რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დაკვირვებით უყურებენ.

ელისეის სასახლეს განცხადებაშია ნათქვამია, რომ ემანუელ მაკრონი მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვიდრება და "ფოკუსირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე." 

მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეიი დუდამ, რომლის თქმითაც, დილიდან კონსულტაციები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან.

"ჩვენი აღმოსავლეთ საზღვის მიღმა განვითარებულ მოვლენების მიმდინარეობას ახლოდან ვაკვირდებით"- დაწერა დუდამ, საკუთარ ტვიტერის გვერდზე. 

მსგავსი სიახლეები