ლუფთჰანზას პილოტები აღარ გაიფიცებიან
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს მფრინავები აღარ გაიფიცებენ, რადგან მათ კომპანიასთან სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდაზე კომპრომისის მიღწევა შეძლეს.
ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს მათ "შუალედური გადაწყვეტა" იპოვეს, განაცხადა მფრინავების პროფკავშირმა Vereinigung Cockpit (VC) სამშაბათს, 6 სექტემბერს. ზომების ყოვლისმომცველი პაკეტი "არსებითად არის შეთანხმებული და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დამუშავდება", - დასძინა გაერთიანებამ, დეტალების დასახელების გარეშე.
რამდენიმე საათით ადრე, VC-მ 7 და 8 სექტემბერს, ორდღიანი გაფიცვის შესახებ პილოტების განზრახვაზე განაცხადა. ამავე დროს, Lufthansa-ს ადამიანური რესურსების მართვის დირექტორმა მაიკლ ნიგემანმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდის წინ აღნიშნა, რომ კომპანიის თანამშრომლებს "გაფიცვას ფრენა ურჩევნიათ".
ლუფთჰანზას პილოტებმა უკვე მოაწყვეს ერთდღიანი გაფიცვა 2 სექტემბერს, რის შედეგადაც გერმანიიდან 800-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, რამაც დაახლოებით 130 000 მგზავრი დააზარალა, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მარშრუტებზე. ავიაკომპანიის ინფორმაციით, გაფიცვის შედეგად კომპანიას 32 მილიონი ევროს ზარალი მიადგა.