ლუჰანსკში 55 წელზე უფროსი მამაკაცების მობილიზება გამოცხადდა

ე.წ. "ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის" ბოევიკების ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა ხელი მოაწერა განკარგულებას 55 წელზე უფროსი მამაკაცების ნებაყოფლობითი მობილიზაციის შესახებ. შესაბამისი განკარგულება ე.წ. "ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის" ხელმძღვანელის ვებგვერდზე 21 თებერვალს გამოქვეყნდა.

ამ დოკუმენტით პასეჩნიკმა ადრე გამოცემული ბრძანებულება შეცვალა, რომლითაც 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების მობილიზაცია დაიწყო.

"განხორციელდეს 55 წელს გადაცილებული მამრობითი სქესის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაწვევა", - ნათქვამია ახალ დადგენილებაში.

მსგავსი სიახლეები