ლუკაშენკო: ვეხმარებით რუს ძმებს, მაგრამ უკრაინელებსაც არ ვივიწყებთ

ბელარუსი დიქტატორის თქმით, ბელარუსი რუსეთის გვერდით დგას, თუმცა უკრაინელ ხალხსაც ეხმარება. 

ამის შესახებ ლუკაშენკომ წმინდა ელისაბედის ქალთა მონასტერში საშობაო ლიტურღიაზე დასწრების შემდეგ განაცხადა. 

"ცხადია ჩვენ ვეხმარებით ჩვენ რუსს ძმებს, ეს არასოდეს დამიმალავს. ჩემი გუშინდელი ვიზიტიც ბელარუსში განლაგებულ რუს სამხედროებთან ამის დადასტურებაა. მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ უკრაინელებს, დაახლოებით 10 ათასმა უკრაინელმა, თავშესაფარი ჩვენთან ნახეს და საცხოვრებლად ჩვენს ქვეყანაში დარჩნენ",-  თქვა ლუკაშენკომ.

კონტექსტი

24 თებერვალს რუსეთის ჯარები უკრაინაში მათ შორის ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეიჭრნენ. სწორედ ამ ქალაქ გომელიდან წამოსულ ნაწილებს უნდა დაეკავებინათ კიევი. 

გარდა ამისა ბელარუსის ტერიტორია და ქვეყანაში მდებარე აეროდრომები პერიოდიულად გამოიყენება უკრაინაზე სარაკეტო და საავიაციო თავდასხმებისთვის. 

ბოლო 2 თვის განმავლობაში ბელარუსში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შემადგენლობა მუდმივად იზრდება - 28 დეკემბრის მონაცემებით ბელარუსის ტერიტორიაზე 10 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული, თუმცა სამხედრო ექსპერტების აზრით ეს რაოდენობა კიევზე ხელახალი იერიშისთვის საკმარისი არ არის. 

მსგავსი სიახლეები