ლვოვში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა აკრძალეს
ლვოვში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა აიკრძალა. ეს გადაწყვეტილება 30 ივნისს ლვოვის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ ლვოვის საკრებულოს დეპუტატმა იური ლომაგამ ფეისბუქზე განაცხადა.
"მოვამზადე გადაწყვეტილება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისა და უკრაინის მართლმადიდებლური ბერძნული კათოლიკური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ ლვოვის ქალაქის ტერიტორიული თემის ტერიტორიაზე და მადლობას ვუხდი ჩემს თანამემამულე დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას." - წერს ის.
დეპუტატის თქმით, ამ სტრუქტურების საქმიანობა ღიად ანტისახელმწიფოებრივი და ანტიუკრაინული ხასიათისაა.
მან ასევე დაამატა, რომ საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება მოტივირებული იყო დამპყრობლების მიერ უკრაინელების რელიგიურ მრწამსზე სპეკულაციით, რაც იწვევს ხელოვნურ დაპირისპირებას და უკრაინულ საზოგადოებაში რელიგიურ საფუძველზე განხეთქილებას.
"ლვოვში რუსეთის აგენტების ადგილი არ არის. მოსკოვის საპატრიარქო საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას", - ხაზგასმით აღნიშნა მან.