მაისში ამერიკაში 559 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა
ამერიკის შრომის ბაზარზე მაისში 559 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. აშშ-ს შრომის დეპარტამენტმა მონაცემები პარასკევს გამოაქვეყნა.
ეკონომისტები დაახლოებით 671,000 ახალ სამუშაო ადგილს ელოდნენ, რაც აპრილში შექმნილ 266,000 სამუშაო ადგილთან შედარებით მნიშვნელოვანი წინსვლა იქნებოდა.
ქვეყანაში უმუშევრობის დონე 6.1%-დან 5.8%-მდე დაეცა.
მაისში ამერიკაში 9.3 მილიონი ადამიანი იყო უმუშევარი, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 60%-ით მეტია.