მაკფოლი: პუტინს პარანოია აქვს

 

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ მაკფოლმა, რუს ტელეწამყვან ქსენია სობჩაკს 7 თებერვალს, YouTube-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პარანოია აქვს.

ამის შესახებ განცხადება მან მაშინ გააკეთა, როდესაც საუბრობდა მოსკოვის ანგლო-ამერიკული სკოლის რამდენიმე ათეული მასწავლებლისთვის რუსეთში მიღებაზე უარის თქმაზე.

რუსეთის ხელისუფლებამ ისინი ქვეყანაში არ შეუშვა, რადგან ვარაუდობს, რომ მასწავლებლები აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან არიან დაკავშირებული.

"თქვენი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ყველა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდანაა. მას ეშინია ისეთი რამის, რისიც არ უნდა ეშინოდეს. მას პარანოია აქვს და ეს უფრო და უფრო მძიმდება. ეს ჩემთვის არ არის ცუდი, რუსებისთვისაა ცუდი", - თქვა მაკფოლმა.

გარდა ამისა, მაკფოლი თავს "რუსეთის ნომერ პირველ მტრად" მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ 2012-2014 წლებში მოსკოვში ელჩად მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები