NYT : მაკიივკაში რუსეთმა უდიდესი დანაკარგი მიიღო
2022 წლის 31 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც დონეცკის რეგიონში, დროებით ოკუპირებულ მაკიივკაზე განხორციელებული შეტევის შედეგად, 63 რუსი სამხედროს სიკვდილს ეხებოდა, გამონაკლის შემთხვევად გამოიყურება, რადგანაც კრემლი, როგორც წესი, უარს ამბობს ხოლმე სერიოზული დანაკარგების აღიარებაზე.
ამის შესახებ, 3 იანვარს The New York Times წერდა.
დარა მასიკოტმა, RAND Corporation-ის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ რუსი ოფიციალური პირები, ჩვეულებრივ სიტუაციაში, დიდი წარუმატებლობის შესახებ, ინფორმაციას არ ავრცელებენ.
მისი აზრით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ მათ ინტერესში "ამ მოვლენის გავრცელების" გაკონტროლებაა.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის, ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების დამოუკიდებელი გადამოწმება, ვერ ხერხდება.
თუმცა, NYT-ის თანახმად, ერთმანეთისგან განსხვავებული მონაცმების შემთხვევაშიც, შეიძლება იმის თქმა, რომ მაკიივკაში რუსების მსხვერპლი, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი, რაც კრემლმა ომის ერთ ეპიზოდში მიიღო.
"პუტინის სირცხვილი"- ასეთი კვალიფიკაცია მიანიჭა New York Times-მა ამ ოპერაციას.
მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარებზე "ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო თავდასხმის" დროს, უკრაინელებმა ამერიკული წარმოების რაკეტები გამოიყენეს.
დონეცკის მახლობლად მდებარე მაკიივკა, უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 16 კილომეტრით არის დაცილებული, შესაბამისად, HIMARS-ის რაკეტების მოქმედების რადიუსის ფარგლებშია [80კმ], თავისუფლად მოექცეოდა.