მაკრონი: ამ ვითარებაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განხილვა არარეალურია
ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დაწყებამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი შეიტანა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განხილვა ამ მდგომარეობაში, როდესაც კონფლიქტის მდგომარეობაში არარეალურად მიაჩნია.
"შეგვიძლია ჩვენ დღეს დავიწყოთ გაწევრიანების პროცედურა ქვეყანასთან, რომელიც ომშია? - ვფიქრობ არა. შეგვიძლია დავხუროთ კარი და ვუთხრათ - არასდროს? - ეს არ იქნება სამართლიანი", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მსგავსი შინაარსის განცხადება გააჟღერა ნიდერლანდების პრემიერმა მარკ რიუტემაც. მისი თქმით, მომდევნო დღეებში გასამართი სამიტის თემა იქნება თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს უკრაინის დახმარება, ხოლო გაწევრიანების საკითხზე საუბარი მოგვიანებით გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს უკრაინამ ევროკავშირს სპეციალური პროცედურის გამოყენებით გაწევრიანების თხოვნით მიმართა.