მაკრონი: ჩვენ რუსული გაზი არ გვჭირდება, საფრანგეთი მხარს უჭერს ემბარგოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსული ენერგორესურსების ემბარგოს საკითხზე ისაუბრა. ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და ქვეყანა მხარს უჭერს ემბარგოს დაწესებას.

მაკრონმა ასევე, უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ თითქოს ევროკავშირმა რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება 24 აპრილის შემდეგ - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ იმ მოსაზრებით გადაწია, რომ გაზრდილ ფასებს ხელი არ შეეწყო მარინ ლე პენის შესაძლო გამარჯვებისთვის. 

მაკრონის თქმით, ამ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყანა ბლოკავს და მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ენერგეტიკულად არ არის რუსეთზე დამოკიდებული გასათვალისწინებელია, რომ ევროპული ბაზარი ურთიერთდამოკიდებულია და ჯამურად ევროკავშირი დამოკიდებულია რუსეთის მიერ მიწოდებულ გაზსა და ნავთობზე. 

მაკრონმა, ასევე განმარტა მისი და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობაა. ცნობილია, რომ ომის დაწყების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ის იშვიათი დასავლელი ლიდერი იყო, რომელიც ვლადიმირ პუტინთან ხშირ კომუნიკაციას ინარჩუნებდა. 

 

მსგავსი სიახლეები