მაკრონი: გავერთიანდეთ ყველა, ულტრა-მემარჯვენეების დასამარცხებლად
2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირველი მიმართვა გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერი მომდევნო 2 კვირაში გადაწყდება.
" მე მივესალმები ყველა კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში მიიღეს მონაწილეობა. არაფერია გადაწყვეტილი და ყველაფერი მომდევნო ორ კვირაში გაირკვევა.
მე მოვუწოდებ ყველა ამომრჩეველს, რომ შემოგვიერთდეს, მიუხედავად მათი მოსაზრებებისა. ზოგიერთი მათგანი, ამას ულტრა-მემარჯვენეების შესაჩერებლად გააკეთებს, მე ვფიქრობ, რომ მათი მხარდაჭერა არ ღირს."
გამოსვლის დროს, ემანუელმ მაკრონმა მადლობა გადაუხადა ან იდალგოს, იანიკ ჟადოს, ფაბიენ რუსელსა და ვალერი პეკრეს, რათა დამარცხების შემდეგ, მათ საკუთარ ამომრჩევლებს, მეორე ტურში მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.