მაკრონმა პრემიერის პოსტზე სებასტიან ლეკორნუ დაასახელა

ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დაასახელა, რომელიც ამ დრომდე თავდაცვის მინსიტრის პოსტს იკავებდა.
ვითარების არსი: ელიზეს სასახლის მიერ გავრცელებული კომუნიკეს თანახმად, სებასტიან ლეკორნუ იქნება ადამიანი, ვინც საფრანგეთის მთავრობას უხელმძღვანელებს. ემანუელ მაკრონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფრანსუა ბაირუმ პოსტი დატოვა. ყოფილი პრემიერი მას შემდეგ გადადგა, რაც 8 აგვისტოს ეროვნულმა ასამბლეამ მას უნდობლობა გამოუცხადა. სებასტიან ლეკორნუ 2022 წლიდან თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
იგი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი იყო. მის სახელს უკავშირდება 2030 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდის პროექტი. ამასთანავე, ის აქტიური მხარდამჭერი იყო უკრაინის. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ლეკორნუ მაკრონის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მინისტრად მიიჩნევა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობის პერიოდში სებასტიან ლეკორნუ უკრაინის მტკიცე მხარდამჭერად იყო მიჩნეული.
კონტექსტი: სებასტიან ლეკორნუ იქნება მეხუთე პრემიერ-მინისტრი, რომელიც ემანუელ მაკრონის ხელახალი არჩევის შემდეგ (2022 წლის აპრილი) საფრანგეთის მთავრობას უხელმძღვანელებს. იგი ამ პოსტზე მას შემდეგ წარადგინეს, რაც ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით ფრანსუა ბაირუს მთავრობას ეროვნულმა ასამბლეამ უნდობლობა გამოუცხადა.
ყოფილმა პრემიერმა ფრანსუა ბაირუმ, რომელიც საპრეზიდენტო კოალიციის წევრია, 2025 წლის 8 სექტემბერს ეროვნულ ასამბლეას თავად სთხოვა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა. მისი მიზანი იყო, რომ აქტიური ნაბიჯები გადადგმულიყო საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად, თუმცა ეს მცდელობა საბოლოოდ ძვირად დაუჯდა.
ბაირუმდე, 2025 წლის მაისში, პრემიერ-მინისტრის პოსტს რესპუბლიკელი მიშელ ბარნიე იკავებდა, რომელსაც მხოლოდ სამი თვის შემდეგ გადადგომა მოუწია. პოლიტიკური კრიზისი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წელს ემანუელ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაშალა, ხოლო ნაადრევ არჩევნებში მისმა საპარლამენტო კოალიციამ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. შედეგად, ფრაგმენტირებულ საპარლამენტო ჯგუფებს შორის თანამშრომლობა გარდაუვალი გახდა, თუმცა ეს პროცესი მძიმედ და კრიზისულად მიმდინარეობს.
ფრანსუა ბაირუს პრემიერობა მძიმე პერიოდში მოუწევს. საფრანგეთის პოლიტიკა უკიდურესად ფრაგმენტულია და "ეროვნულ ასამბლეაში" კომპრომისის მიღწევა სულ უფრო და უფრო მეტად რთულდება, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიც ქვენის ბიუჯეტის დამტკიცებაა.