მაკრონი: ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტი უმნიშვნელო და სიმბოლურია

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ საფრანგეთი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტს არ შეუერთდება. მაკრონმა სხვა ქვეყნების ბოიკოტს "სიმბოლური" და "უმნიშვნელო" უწოდა.

"ვფიქრობ, რომ ასეთი საკითხების პოლიტიზება არ შეიძლება, განსაკუთრებით, თუ ვდგამთ ასეთ უმნიშვნელო და სიმბოლურ ნაბიჯებს", - თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მსგავს ქმედებებს "პრაქტიკული ეფექტი" უნდა ჰქონდეს.

"ნათელი რომ იყოს: ან სრულ ბოიკოტს აცხადებ და არ აგზავნი სპორტსმენებს, ან ცდილობ ეს რამე სასარგებლო ქმედებით შეცვალო", - თქვა მაკრონმა.

ხუთშაბათს, საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ განაცხადა, რომ საფრანგეთი პეკინის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს არ უერთდება.

ამერიკა, ბრიტანეთი, ავსტრალია და ლიეტუვა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებენ.

პარიზი 2024 წელს ზაფხულის ოლიმპიადას უმასპინძლებს.

 

მსგავსი სიახლეები