მაკრონი: რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის

რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Twitter-ზე 3 აპრილს განაცხადა

"კიევის მახლობლად განთავისუფლებული ქალაქ ბუჩას სურათები აუტანელია, ქუჩებში ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეა. ჩემი თანაგრძნობა მსხვერპლთა მიმართ, ჩემი სოლიდარობა უკრაინელებს. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს ამ დანაშაულებისთვის პასუხისგება", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კიევის ოლქის რუსი ოკუპანტებისაგან განთავისუფლების შემდეგ, რეგიონის დასახლებებში ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ხელებშეკრული პირები იპოვეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, რეგიონში 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

მსგავსი სიახლეები