მაკრონს სურს ჩინეთის დახმარებით რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკები დაიწყოს - Bloomberg
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთს მიმართა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავალი გახდეს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით 18 აპრილს წერს.
გამოცემის ცნობით, მაკრონს სურს მოლაპარაკებები 2023 წლის ზაფხულში დაიწყოს. მან საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველს, ემანუელ ბონეს დაავალა, ჩინელ დიპლომატ ვანგ ისთან დაიწყოს მუშაობა, რათა შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც ამ მოლაპარაკებების საფუძველი იქნება.
Bloomberg წერს, რომ უცნობია აქვს თუ არა მხარდაჭერა მაკრონის გეგმას, რადგან ჩინეთის სამშვიდობო გეგმა ბევრმა ქვეყანამ უარყო.
მაკრონის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ბონე ვანგ ისთან საუბარს გეგმავს, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, საფრანგეთის მოკავშირეები ინფორმირებული არიან პარიზის ნებისმიერი ინიციატივის შესახებ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არ იცის ინფორმაციის წყარო და "ძნელია მისი ავთენტურობის გადამოწმება."
გამოცემა აღნიშნავს, რომ პეკინში ბოლო ვიზიტის დროს მაკრონმა ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი ვერ დაარწმუნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ესაუბრა.