მალტაში პერსონალური მოხმარებისთვის კანაფი ლეგალური გახდა

 

მალტის პარლამენტმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც პერსონალური მოხმარებისთვის, შეზღუდული რაოდენობის კანაფის მოხმარება ლეგალური გახდა.

კანაფის მოხმარება პორტუგალიასა და ნიდერლანდებში დეკრიმინალიზებულია, მაგრამ მალტაში მომხმარებლებს უფლება ექნებათ 7 გრამი ნარკოტიკი თან ჰქონდეთ ან 50 გრამი მშრალად შეინახონ.

კანონპროექტს მხარი მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამაც დაუჭირა.

მალტაში სამედიცინო მოხმარებისთვის მარიხუანა ლეგალური 2018 წელს გახდა. ამ საკანონმდებლო ცვლილებით კი მალტა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც მარიხუანის ფლობა ოფიციალურად დაუშვა.

მალტის მსგავსად მარიხუანის ლეგალიზებას ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც გეგმავენ. გერმანიის ახალი სამთავრობო კოალიცია უკვე შეთანხმდა, რომ რეკრეაციული მიზნებით კაფანის გაყიდვის ლეგალიზებას მხარს დაუჭერს.

 

 

მსგავსი სიახლეები