მექსიკაში რეკრეაციული გამოყენებისთვის მარიხუანის ლეგალიზება მოხდა
მექსიკის უზენაესმა სასამართლომ რეკრეაციული გამოყენებისთვის მარიხუანის ლეგალიზებას დაუჭირა მხარი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მექსიკის მოქალაქეებს პერსონალური მოხმარებისთვის შეუძლიათ განსაზღვრული რაოდენობის მარიხუანა მოიყვანონ.
ერთ ოჯახს შეუძლია 8 ძირი მარიხუანა გაზარდოს, ერთ ადამიანს კი - 6.
სასამართლო გადაწყვეტილება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკითხის დაურეგულირებლობას მოჰყვა.
უზენაესი სასამართლოს წინა გადაწყვეტილებით მარიხუანის აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნეს, თუმცა კონგრესმა და სენატმა კანონმდებლობა ვერ შეცვალა.
სასამართლოს გადაწყვეტილება იქამდე იმუშავებს, ვიდრე სენატი ახალ კანონს არ მიიღებს.
სამედიცინო მოხმარებისთვის მექსიკაში მარიხუანის ლეგალიზება 2017 წელს მოხდა.