მექსიკაში რეკორდული სიცხის გამო 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში რეკორდული სიცხის გამო 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, სააგენტო Agence France-Presse წერს, რომ 12 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, 104 ადამიანი გარდაიცვალა უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო.

მოქალაქეების გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სითბური ინსულტი და დეჰიდრატაცია იყო.

მაღალმა ტემპერატურამ ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთი და დედაქალაქი მეხიკო დააზარალა. დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა (64 ადამიანი) არის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ნუევო ლეონში, რასაც მოჰყვება მეზობელი შტატი ტამაულიპასი.

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სონორას შტატში ივნისის ბოლო კვირაში რეკორდული ტემპერატურა - 49 გრადუსი ცელსიუსით დაფიქსირდა, სადაც ჩვეულებრივ ზაფხულში ტემპერატურა 30-დან 45 გრადუსამდე მერყეობს.

ბოლო დღეებში ქვეყანაში ტემპერატურამ ოდნავ დაიკლო, თუმცა 1 ივლისიდან შესაძლოა ქვეყანას სიცხის ახალი ტალღა დაიწყოს, რაც გვალვის საფრთხეს აჩენს.

მსგავსი სიახლეები