მექსიკის პრეზიდენტს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა

 

მექსიკის პრეზიდენტს, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. ამის შესახებ ის საკუთარი ტვიტერის გვერდზე წერს

"მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი სიმპტომები მაქვს, იზოლაციაში დავრჩები და შეხვედრებს დისტანციურად ჩავატარებ." - წერს მექსიკის პრეზიდენტი.

ლოპეს ობრადორმა ვირუსი 2021 წლის დასაწყისში უკვე გადაიტანა.

მექსიკაში კორონავირუსის ახალი ტალღაა - წინა კვირასთან შედარებით ინფიცირების შემთხვევები 186%-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსმა 300 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ქვეყნის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მცირე სიმპტომების შემთხვევაშიც კი სახლში დარჩნენ და დაიტესტონ.  

მსგავსი სიახლეები