მარია ზახაროვა: ლიზ თრასი სამარცხვინო იყო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას გამოეხმაურა და მას სამარცხვინო უწოდა. 

"ბრიტანეთს არასდროს ჰყოლია ასეთი სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი"- განაცხადა ზახაროვამ.

მარია ზახაროვამ ლიზ თრასის პირადი თვისებებიც დაიწუნა და მას "კატასტროფულად გაუნათლებელი" უწოდა. 

სავარაუდოდ, ზახაროვამ, თრასის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდი გაიხსენა, როდესაც დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსეთის ორი რეგიონი, უკრაინის რეგიონებში აერია. 

შეგახსენებთ, რომ ლიზ თრასმა გადადგომის შესახებ განცხადება 20 ოქტომბერს გააკეთა. 

 

მსგავსი სიახლეები