მარინ ლე პენის პარტია რეგიონული არჩევნების ყველა მეორე ტურში დამარცხდა

27 ივნისს, საფრანგეთის რეგიონული არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. აქტივობა პირველ ტურზე ოდნავ მეტი - 34.5 პროცენტი იყო. 

მსოფლიო მედიის ფოკუსში პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი სანაპიროს რეგიონი იყო, სადაც მარინ ლე პენის “ეროვნული გაერთიანების” კანდიდატი, ტიერი მარიანი პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მის წინააღმდეგ ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერი გაერთიანდა. რეგიონში რესპუბლიკელმა რენო მუსელიემ ხმების 57.7 პროცენტი მიიღო და ხელისუფლებაში დარჩება.

აღსანიშნავია, ო-დე ფრანში ქსავიე ბერტრანის გამარჯვება, რომელმაც მეორე ტურში ხმების 53% მიიღო მარინ ლე პენის პარტიის მხარდაჭერით გამორჩეულ რეგიონში. ბერტრანი პარტიის კანდიდატად მოიაზრება 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

რესპუბლიკელებმა ჯამში 7 რეგიონში შეძლეს გამარჯვება, სოციალისტურმა პარტიამ კი - 5.

მარინ ლე პენის “ეროვნულმა გაერთიანებამ” გამარჯვება ვერცერთ რეგიონში ვერ შეძლო.




მსგავსი სიახლეები