სანა მარინი: უკრაინა რომ ნატოს წევრი ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა
ფინეთის პრემიერის თქმით, სწორედ ამ მიზეზით არის განპირობებული ფინეთის გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანების შესახებ.
ამის შესახებ სანა მარინმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ უნდა ჩავიხედოთ ისტორიაში და ჩვენ თავს ვკითხოთ - უნდა იყოს თუ არა უკრაინა უკვე ნატოს წევრი? უკრაინა რომ ნატოს წევრი ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანება",- განაცხადა მარინმა.
ფინეთის პრემიერის თქმით, 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს დასავლეთს რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრი რეაქცია უნდა ჰქონოდა - "ჩვენ უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი გაკვეთილები."
კონტექსტი
სანა მარინი ნატოში გაწევრიანების პროცესსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ რატიფიკაციისთვის პროცესი არ გაიწელებოდა. მარინი ამბობს, რომ პირადად ესაუბრა რეჯეფ თაიპ ერდოღანს, რომლისგან მიიღო სიტყვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ იქნებოდა.
ნატოს წევრი 30 სახელმწიფოდან უკვე 28 პარლამენტმა მოახდინა შესაბამისი გადაწყვეტილების რატიფიცირება. დარჩენილია მხოლოდ უნგრეთი და თურქეთი - მოსალოდნელია, რომ უნგრეთში რატიფიცირების პროცესი რამდენიმე კვირაში მორჩება. რაც შეეხება თურქეთის ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაიწყება შესაბიმისი პროცესი პარლამენტში.