მარიუპოლში 11 აფეთქება მოხდა
21 თებერვალს, საღამოს, დონეცკის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში აფეთქებები მოხდა. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულომ Telegram-ზე განაცხადა.
საკრებულოს ინფორმაციით, სულ 11 აფეთქება მოხდა. პირველი ხმა 22:33 საათზე გაისმა.
"არსებობს წინასწარი ინფორმაცია ორი დარტყმის შესახებ - АС-2 ზონაში (ცენტრალური რაიონი) და Стан-3000 (კალმიუსის რაიონი). სავარაუდოდ, იმ ადგილებში, სადაც მტრის ძალებია თავმოყრილი. მათ ასევე აქვთ პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებასთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებით ცენტრალურ და მარცხენა სანაპიროს რაიონებში." - წერს ქალაქის საკრებულო.
მარიუპოლში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაცია Українська правда-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა დაუდასტურა - ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 10-11 აფეთქება მოხდა.