მარტში ბრაზილიაში კორონავირუსით 60,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მარტში ბრაზილიაში Covid-19-ით 66,570 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა თვეში გარდაცვლილების რაოდენობაზე ორჯერ მეტია. 

 

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის შედეგად გადატვირთულია. პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარი ინტენსიური კრიტიკის ქვეშ მოექცა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის გამო.

 

ოთხშაბათს მან ისევ გააკრიტიკა გუბერნატორები და მერები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაწესებული კარანტინის გამო. “ჩვენ გყავდა და გვყავს ორი მტერი - ვირუსი და უმუშევრობა! ეს არის რეალობა! ჩვენ ვერ გადავჭრით ამ პრობლემებს სახლში დარჩენით,” განაცხადა მან.

 

ოთხშაბათს ბრაზილიაში კიდევ 3,800 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობა 90,000 იყო. მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების მეოთხედი ბრაზილიიდან იყო.

მსგავსი სიახლეები