მედია: ადამ კადიროვი რეანიმაციაშია, ჩეჩნეთის ლიდერის შვილი ავარიაში მოყვა
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილი, 18 წლის ადამ კადიროვი ავარიაში მოყვა.
ინფორმაციას გამოცემა "კავკაზ. რეალიი" ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩაშლილად: ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან ახლოს მყოფმა წყარომ გამოცემას დაუდასტურა, რომ კადიროვი ავარიაში მოყვა.
- თავდაპირველად წყარომ მედიას განუცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
- მოგვიანებით გამოცემამ დააზუსტა, რომ "ექიმების თქმით, კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
- ჩეჩნური ოპოზიციური ბლოგის, Niyso-ს ინფორმაციით, კადიროვს ყბა აქვს მოტეხილი, გარდა ამისა დაზიანებული აქვს ელენთა.
- 21 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ ადამ კადიროვი თავს უკეთ გრძნობს.
სიღრმისეულად: მედიების ცნობით, კადიროვი ავარიაში 13 იანვარს, გროზნოში.
- წყაროებზე დაყრდნობით მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჭესთან ჩეჩნეთის ლიდერის შვილი იჯდა.
- ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა "მფრინავი საავადმყოფო" - საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საკუთრებაში არსებული Ан-148 ტიპის თვითმფრინავი.
- კადიროვი მოსკოვში გადაიყვანეს, თითქმის იგივე დროს მოსკოვისკენ გაფრინდა რამზან კადიროვის პირადი თვითმფრინავიც.
- ავარიის შემდეგ რამზან და ადამ კადიროვები საჯაროდ არ გამოჩენილან