მელიტოპოლში პარტიზანებმა "ერთიანი რუსეთის" შტაბი დააზიანეს
დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში პარტიზანებმა ვლადიმირ პუტინის პარტიის, "ერთიანი რუსეთის" შტაბი დააზიანეს, სადაც ზაპოროჟიეს ოლქში ფსევდორეფერენდუმი მზადდებოდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ივან ფედოროვმა 10 აგვისტოს ტელემარტონის ეთერში განაცხადა, იუწყება LIGA.net.
მან აღნიშნა, რომ ეს მოხდა 9 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე. ფედოროვის თქმით, მელიტოპოლში რუსებისთვის მესამე "ჯოჯოხეთური ღამე" გრძელდება.
"გამოცხადებულია ნადირობა ყველა იმ პირზე, ვინც მონაწილეობს ფსევდორეფერენდუმის მომზადებაში ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. წინააღმდეგობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდეს", - განაცხადა ფედოროვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ 9 აგვისტოს საღამოს აფეთქებების ხმა გაისმა და ხანძარი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა კირილოვკას მიდამოში, სადაც რუსებმა ადრე შეიტანეს საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა.
ადგილობრივი გამოცემა "РИА-Мелитополь" წერს, რომ აფეთქება "ერთიანი რუსეთის" შტაბთან მოხდა, რომელიც სავაჭრო ცენტრ Foxtrot-ში მდებარეობს.