მელონი: ყველაფერს გავაკეთებთ ევროკავშირში უკრაინის სწრაფად გასაწევრიანებლად

იტალია დაეხმარება უკრაინას სწრაფად შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები და დააჩქაროს გაწევრიანების შესახებ მოალაპრაკებების დაწყება. 

ამის შესახებ იტალიის პრემიერმა, ჯიორჯა მელონიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"გვჯერა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენთანაა, გვჯერა, რომ უკრაინა სულ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპულ ოჯახს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენზე დამოკიდებული, რათა დავაჩქაროთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი",- განაცხადა მელონიმ. 

იტალიის პრემიერმა განაცხადა, რომ საუბარია არამხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, არამედ ეკონომიკურზეც - მელონიმ იტალიურ ბიზნესებს მოუწოდა მაქსიმალურად ჩაერთნონ უკრაინის აღდგენის საქმეში. 

"ჩვენ გვაქვს სურვილი უკრაინის აღდგენის პროცესში იტალიამ წამყვანი როლი შეასრულოს",- განაცხადა მელონიმ. 

კონტექსტი 

26 აპრილს რომში უკრაინა-იტალიის ორმხრივი სამიტი გაიმართა, რომლის მთავარი თემაც უკრაინის აღდგენა იყო. კონფერენციას დაესწრო იტალიის პრეზიდენტი, სერჯიო მატარელა, რომელმაც ასევე დაუჭირა მხარი უკრაინის მაქსიმალურად სწრაფად გაწევრიანებას ევროკავშირში.

მსგავსი სიახლეები