მერკელმა დასავლელ ლიდერებს მოუწოდა სერიოზულად აღიქვან პუტინის ბირთვული მუქარა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა სერიოზულად მოეკიდონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკურ განცხადებებს. ამის შესახებ 28 სექტემბერს გამოცემა Süddeutsche Zeitung იტყობინება.

მერკელმა განცხადება კრემლისგან ბირთვული მუქარის შესახებ ფედერალური კანცლერის, ჰელმუტ კოლის ფონდის გახსნაზე გააკეთა.

"მისი სიტყვები სერიოზულად უნდა მივიღოთ და ეს ბლეფად არ უნდა მივიჩნიოთ. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სისუსტის ნიშანი, არამედ პოლიტიკური სიბრძნის ნიშანია, რომელიც ხელს უწყობს მანევრირების ადგილის შენარჩუნებას და ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი გეგმის შემუშავება", - თქვა მან. 

შეკითხვას, როგორ მოიქცეოდა ახლა ჰელმუტ კოლი, რომელიც გერმანიის კანცლერი 1982-1998 წლებში იყო, მერკელმა უპასუხა, რომ ის "ყველაფერს გააკეთებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის დასაცავად და აღსადგენად."

მან ასევე მიანიშნა, რომ გერმანიას მომავალში მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესება დასჭირდება. მისი თქმით, კოლი ასევე იფიქრებდა "რაც ამჟამად წარმოუდგენელია, თითქმის წარმოუდგენელია, კერძოდ, როგორ არის შესაძლებელი ისევ რუსეთთან მსგავსი ურთიერთობების განვითარება."

მერკელის სიტყვებს უკრაინის ყოფილი ელჩი გერმანიაში ანდრეი მელნიკი გამოეხმაურა.

"ძნელი დასაჯერებელია, რომ ყოფილი კანცლერი, რომელმაც თავისი კანცლერობის წლებში შექმნილი კომფორტის წყალობით შესაძლებელი გახადა მოსკოვის აგრესია უკრაინელების წინააღმდეგ, ურცხვად ფილოსოფოსობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება კვლავ განვითარდეს ურთიერთობა ჩვენთან და რუსეთთან," - დაწერა მან Twitter-ზე.

მსგავსი სიახლეები