МИД: სომხეთში რომის სტატუტის რატიფიკაციას ყველაზე ნეგატიური შედეგები ექნება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის პარლამენტში რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ განხილვების დაწყებას გამოეხმაურა. 

"რომის სტატუტის რატიფიციკაციას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ყველაზე ნეგატიური შედეგები ექნება",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სერგეი ლავროვის უწყებაში ამბობენ, რომ ამ ნაბიჯის მიუღებლობის შესახებ სომეხ პარტნიორებს თავიდანვე აცნობეს და კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზეს - "სამწუხაროდ ჩვენი წინადადებები არ გაითვალისწინეს, სანაცვლოდ კი ერევანმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ."

კონტექსტი 

ფაშინიანის თქმით, სომხეთი მოახდენს რომის სტატუტის რატიფიცირებას, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, რადგანაც პროცესი მანამდე დაიწყო და სხვა ვალდებულებებს უკავშირდება. რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნები ვალდებულები არიან, დაემორჩილონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას და დააკავონ სასამართლოს მიერ ბრალდებული პირები. 

მიმდინარე წლის მარტში ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხეთში ვიზიტის შემთხვევაში მთავრობა იძულებული იქნება დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი და გადასცეს სასამართლოს. 

მსგავსი სიახლეები