მილი: რუსეთმა წააგო და ამისთვის ძალიან დიდ ფასს იხდის

აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის კომიტეტის უფროსის თქმით, ვლადიმირ პუტინი ცდებოდა, როდესაც ფიქრობდა, რომ უკრაინას სწრაფად დაამარცხებდა, ხოლო ნატოს გახლეჩდა. 

ამის შესახებ მარკ მილიმ, უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"პუტინი ფიქრობდა, რომ სწრაფად დაამარცხებდა უკრაინას, გახლეჩდა ნატოს და დაუსჯელი დარჩებოდა. ის ცდებოდა, უკრაინა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა. ნატო და მოკავშირეები კიდევ უფრო გაძლიერდნენ. რუსეთი გარიყულია, ხოლო უკრაინელთა სიმამაცითა და სიმტკიცით შთაგონებულია მთელი მსოფლიო",- განაცხადა გენერალმა მილიმ. 

მარკ მილიმ კვლავ გაიმეორა ნოემბერში წარმოთქმული თავისი სიტყვები და განაცხადა - "მოკლედ, რომ ვთქვათ, რუსეთმა წააგო, წააგო სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე და ამისთვის უზარმაზარ ფასს იხდის". 

 

მსგავსი სიახლეები