მილი უკრაინის იერიშზე: ეს იქნება გრძელი, მძიმე და სისხლიანი ბრძოლა
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიში შორს არის ჩავარდნისგან, მაგრამ ბრძოლა ხანგრძლივი, მძიმე და სისხლიანი იქნება.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტაბების ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"კონტრიერიში 5-6 კვირის წინ დაიწყო და მანამდე ჩატარებული მოდელირებებით ნავარაუდევი იყო გარკვეული ტემპები, რომელიც შენელდა. რატომ? იმიტომ რომ ეს არის სხვაობა ომს ქაღალდსა და ნამდვილ ომს შორის",- განაცხადა მილიმ.
ამერიკელი გენერლის თქმით, უკრაინის არმიისთვის მთავარ წინაღობას არა ავიაციის ნაკლებობა, არამედ რუსეთის მიერ ორგანიზებული დანაღმული ველები წარმოადგენს.
"ეს ნამდვილი ადამიანები არიან, ნამდვილ საბრძოლო მანქანებში, რომლებიც წმენდნენ დანაღმულ ველებს და რომლებიც სინამდვილეში კვდებიან. ამიტომაც, როდესაც ეს ხდება არსებობს შენელების ტენდენცია. და ეს სწორიც არის, რათა დანაყოფი გადარჩეს და დაძლიოს დანაღმული ველი",- ამბობს მილი.
მთავარმა ამერიკელმა გენერალმა თავისთვის ტრადიციული მანტრა გაიმეორა - "ვფიქრობ, რომ ჩვენ წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გვაქვს, კვლავ იმ აზრზე ვარ, რაც ადრე გავაჟღერე - ეს იქნება ხანგრძლივი, რთული და სისხლიანი ბრძოლა."