WSJ: უკრაინა მომდევნო მსხვილი იერიშის წამოწყებას 2025 წლამდე ვერ შეძლებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალები მაღალი ალბათობით ვერ წამოიწყებენ ახალ, მსხვილმასშტაბიან იერიშს 2025 წლამდე.
ამის შესახებ Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი.
პუბლიკაციის ავტორების შეფასებით, მას შემდეგ რაც უკრაინამ ზაფხულის კონტრიერიშის ფარგლებში ვერ შეძლო დიდი ტერიტორიების გათავისუფლება ქვეყანა სტრატეგიულ თავდაცვაზე გადადის.
"არსებულ მოცემულობაში უკრაინის უნარი გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დროისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ ფონზე კი რუსეთის ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაწყობამ გააძლიერა ვლადიმირ პუტინის პოზიციები როგორც ომში, ასევე დიპლომატიურ არენაზეც",- ნათქვამია გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
სტატიის ავტორების ცნობით, კონტრიერიშის შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალებში გამოფიტვის მაღალი დონეა და არმიას ძალების აღდგენა სჭირდება.
სტატია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გასულ წელს გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანშია დაწერილი. ავტორების მტკიცებით, უკრაინელი მებრძოლები ფრონტის ამ მონაკვეთზე გრძელვადიანი თავდაცვის ემზადებიან.
ავტორების მტკიცებით ამჟამად საბოლოოდ გასაგებია, რომ ომი ხაგნრძილივი იქნება.