მიმდინარე წელს თურქეთმა რუსული ნავთობის იმპორტი გააორმაგა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან თურქეთში რუსული წარმოების ნავთობის იმპორტი გაორმაგებულია. 

ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით თურქეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა როგორც მთავარი რუსული ბრენდის - URALS-ის, ასევე, Siberian Light-ის შესყიდვებიც. 

თუ გასული წელს რუსული წარმოების ნავთობის იმპორტის მაჩვენებელი დღე-ღამეში 98 ათასს ბარელს შეადგენდა, მიმდინარე წელს იგივე მაჩვენებელი 200 ათასს ბარელს უტოლდება. 

მონაცემებიდან ირკვევა, რომ რუსული წარმოების ნავთობის შესყიდვის ზრდის ფონზე თურქეთმა შეამცირა ერაყული და ჩრდილო-აფრიკული სახელმწიფოებიდან ნავთობის იმპორტი. 

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთი თურქეთისთვის მთავარ საექსპორტო ბაზრადაც გადაიქცა. თავის მხრივ გაიზარდა რუსეთის ექსპორტი თურქეთში და წლის პირველი ნახევარის მიწურულს 27.7 მილიარდი დოლარის მოცულობას მიაღწია.

ეს თურქეთის მთლიანი იმპორტის 16%-ს შეადგენს. ამ თანხის 60%-ზე მეტს გაზის და ნავთობის იმპორტი შეადგენს.

აგვისტოს დასაწყისში ქალაქ სოჭში ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიპ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გაზის საფასურის ნაწილს თურქეთი რუბლებში გადაიხდიდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები