მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 260 000-მა კაცმა დატოვა

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა. ამის შესახებ Новая газета. Европа-ს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ ФСБ-ს მონაცემებზე დაყრდნობით განუცხადა.

წყაროს ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსჯელობა სამხედრო ასაკის მამაკაცებისთვის საზღვრების ჩაკეტვის შესახებ 21 სექტემბერს დაიწყო, როდესაც უშიშროების ძალებიდან მიიღეს მონაცემები რუსეთიდან წასული მამაკაცების რაოდენობის შესახებ. ФСБ-ს უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი 21-დან 24 სექტემბრამდე 261 000 -მა კაცმა დატოვა.

ამავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოცემის წყაროს ეჭვი ეპარება ФСБ-ს მონაცემების ავთენტურობაში, რადგან მანამდე ФСБ-ს სასაზღვრო სამსახური "ასე სწრაფად არ მუშაობდა". მისივე თქმით, გაზაფხულზე ისინი უფრო მეტად ცდილობდნენ გაეთვალისწინებინათ ფიჭური ოპერატორებისგან მიღებული მონაცემები, რომლებიც მოგვიანებით მოდის.

თუმცა, "პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ისეთი ატმოსფეროა, რომ უსაფრთხოების ძალები და თავდაცვის სამინისტრო შეძლებენ დაარწმუნონ პუტინი, ჩაკეტოს გასასვლელები, სანამ გვიან არ არის", - თქვა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში Новая газета. Европа-ს კიდევ ერთი თანამოსაუბრე ირწმუნება, რომ მას ჯერ არ უნახავს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანების პროექტი საზღვრების ჩაკეტვის შესახებ.

მსგავსი სიახლეები